სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

რეგისტრაციის წესები და პირობები
რეგისტრაციის გასაგრძელებლად თქვენ უნდა ეთანხმებოდეთ ქვემოთ მოცემულ პირობებს:
1. საერთო დებულებები

1. წესების არცოდნა არ ათავისუფლებს მომხმარებლებს მათი დაცვის აუცილებლობისგან.
2. ყველა ფორუმში არის ფორუმის წესები, რომელიც კონფერენციის საერთო წესების დამატებაა და აწესრიგებს ფორუმებში ურთიერთობას.
3. კონფერენციაში ნებისმიერი პოსტის გამოქვეყნება ავტომატურად ნიშნავს წესებისადმი თქვენს თანხმობას და მათი შესრულების აუცილებლობას.
4. სერვერზე არსებულ ყველა პოსტს აქვს მხოლოდ საინფორმაციო დანიშნულება. ყველა პოსტი გამოხატავს ავტორის აზრს და ადმინისტრაციას არ ეკისრება მათ შინაარსზე არანაირი პასუხისმგებლობა.
5. პირადი საკითხების განხილვისათვის ფორუმზე არსებობს პირადი შეტყობინებების სისტემა. ადმინისტრაცია არ აკონტროლებს და არ ახდენს შეტყობინებების ფილტრაციას და, შესაბამისად, არ ეკისრება პასუხისმგებლობა მათ შინაარსზე. მაგრამ არაკორექტიულად გამოყენების შემთხვევაში (სარეკლამო და შეურაცხყოფის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა) ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ფორუმიდან დამნაშავის გათიშვას.

2. ახალი თემების და არსებულ თემებზე პასუხების გამოქვეყნების პირობები

1. კონფერენციის ნებისმიერ დარეგისტრირებულ მომხმარებელს აქვს უფლება შექმნას ახალი თემა, რომელიც შეესაბამება ფორუმის პროფილს და არ წარმოადგენს უკვე არსებული თემის გამეორებას.
2. თუ შეკითხვა ეხება ერთდროულად რამდენიმე ფორუმს, საკმარისია შეკითხვა დასვათ მხოლოდ ერთ მათგანში.
3. კონფერენციაზე ურთიერთობის ენაა ქართული. ფორუმზე არაა რეკომენდებული ქართული ენის განზრახ დამახინჯება. თქვენი პოსტის ორთოგრაფიული სისწორე არის გარანტი იმისა, რომ მას წაიკითხავს ყველა დაინტერესებული მომხმარებელი. პატივი ეცით ფორუმის მომხმარებლებს, ისინი არ არიან ვალდებულნი ეძიონ აზრი გრამატიკულად დამახინჯებულ პოსტში.
4. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ურთიერთობის ისეთი ფორმის სპეციფიკა, როგორიცაა კონფერენცია, და ნათლად წარმოიდგინოთ მისი განსხვავება ჩატისგან. კონფერენციაში ყველა პოსტი ინახება განუსაზღვრელი დროით, მაშინ როცა ჩატში მათ მხოლოდ რამდენიმე საათით ინარჩუნებენ. ამიტომ კონფერენციაში მიღებულია ისეთი პოსტების გამოქვეყნება, რომლების წარმოადგენენ არა წუთიერ ინტერესს, არამედ ისეთების, რომელთა წაკითხვა საინტერესო იქნება გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც.
5. შეკითხვის შემცველი ახალი თემის გამოქვეყნებამდე, სცადენ გაუკეთოთ სწორი ფორმულირება თქვენს შეკითხვას.
6. შეკითხვებზე პასუხების მოსაძებნად, გამოიყენეთ ძებნა და ფილტრი ფორუმებში.
7. თემის სათაური მაქსიმალურად უნდა ასახავდეს ამ თემის შინაარსს.

3. იკრძალება

1. უცენზურო და ნებისმიერი ფორმით შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.
2. წაქეზება მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისაკენ, რასისტული ხასიათის გამონათქვამები, ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივება და კამათები რელიგიურ თემებზე..
3. წინასწარ ცნობილი ცრუ ინფორმაციის, ცილისწამების გამოქვეყნება.
4. სარეკლამო, ანტისარეკლამო ან კომენციული ინფორმაციის შემცველი თემების შექმნა, ასევე საიტების ლინკების გამოქვეყნება, მათი პოპულარიზაციის მიზნით.
5. ეროტიკული და პორნოგრაფიული ხასიათის ინფორმაციის, ლინკების და ამ თემატიკის საიტების პაროლების გამოქვეყნება
6. უაზრო და არაფრის შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელსაც არ აქვს აზრობრივი დატვირთვა, ფლეიმი თემატურ ფორუმებში, ასევე კონფერენციის ჩატად გამოყენება.
7. გრაფიკული სმაილების და ციტირების ზედმეტად გამოყენება
8. თემების შექმნა, რომლებსაც აქვთ უშინაარსო სათაური და სიმბოლოების უაზრო კრებული.
9. მოდერატორების და ადმინისტრაციის მოქმედებების განხილვა. თუ თქვენ გსურთ რაიმეს თქმა, გააკეთეთ ეს პირადად - ელ.ფოსტის, პერსონალური შეტყობინებების სისტემის საშუალებით.
10. ლათინური ასოებით წერა.

4. წესრიგის დაცვის ზომები

1. წესრიგს იცავს კონფერენციის ადმინისტრაცია: მოდერატორები და ადმინისტრატორები.
2. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას:
- გადაიტანოს შესაბამის ფორუმში ის თემები და ცალკეული პოსტები, რომლებიც არ შეესაბამება ფორუმის თემატიკას.
- დახუროს და წაშალოს თემები, რომლებიც არღვევენ არსებულ წესებს.
- მოახდინოს წესრიგის დამრღვევთა ბლოკირება.
3. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ხულიგნებს. ნუ უპასუხებთ მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვლით, რომ მოგაყენეს შეურაცხყოფა. ასეთ მოქმედებებზე რეაგირებას მოახდენს ადმინისტრაცია.
4. წესების დარღვევისთვის, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას განახორციელოს შემდეგი სანქციები:
- წესების დარღვევისთვის, მომხმარებელი იღებს შენიშვნას მოდერატორისგან ან თემაში, ან პირადი შეტყობინების საშუალებით.
- წესების არაერთგზის დარღვევისთვის შეიძლება მოხდეს მომხმარებლის გათიშვა კონფერენციიდან (ბანი) 3-დან 10-დღემდე ვადით.
- სერიოზული დარღვევების შემთხვევაში (არანორმატიული ლექსიკის გამოყენება, მომხმარებლების შეურაცხყოფა, მოხმობა უწესო ქმედებისაკენ, აშკარა რეკლამა) ბანი იქნება დასმული წინასწარი შენიშვნის გარეშე. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია დარღვევის სიმძიმეზე და, შესაძლებელია, შეადგინოს 3 დღიდან 3 თვემდე.
- განსაკუთრებულად მძიმე დარღვევების შემთხვევაში, მომხმარებელს შეიძლება მიეცეს მუდმივი და სრული ბანი.
თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენს წინააღმდეგ განხორციელებულ სანქციებს, უფლება გაქვთ გაასაჩივროთ ის მოდერატორთან ან ადმინისტრატორთან.
მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th September 2010 - 08:30 AM