 |

60 წელზე მეტია, რაც SENNHEISER-ის სახელი, ტრანსლაციის და ხმის ასახვის სფეროში, ხარისხანი პროდუქციისა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მარტივად გადაჭრის სინონიმს წარმოადგენს. Sennheiser electronic-სი მსოფლიოში ცნობილ კომპანიათა ჯგუფს აერთიანებს. SENNHEISER-მა სახელი გაითქვა, უპირველესად, უსადენო ტექნოლოგიების შემუშავების სისტემებით, ასევე, მაღალი ხარისხის მიკროფონებისა და ყურსასმენების წარმოებით. SENNHEISER-ის საწარმოო პროგრამა მოიცავს საკონფერენციო სისტემებს, ინფორმაციის გადაცემის ახალ ტექნოლოგიებს, მათ შორის, ინფრა-წითელ სისტემებს, მოწყობილობებს სმენადაქვეითებულთათვის და საავიაციო „გარნიტურებს“. კომპანიათა ჯგუფს, რომელთაც აერთიანებს SENNHEISER-ი, ეკუთვნის ისეთი ცნობილი საწარმოები, როგორიცაა ნოიმანი - Neumann ( სტუდიური მიკროფონები), K+H ( ხმამაღლა მოლაპარაკე და სტუდიური მონიტორები) და Sennheiser Communications-სი, რომელიც აწარმოებს „გარნიტურებს’’ მულტიმედიისთვის, ოფისებისა და სატელეკომუნიკაციო ცენტრებისთვის.
ამ კომპანიას, გერმანიაში მძლავრი კვლევითი ცენტრი აქვს, კალიფორნიაში - საკონსტრუქტორო ბიურო, რაც ტექნოლოგიურ სფეროში ლიდერობის საფუძველს წარმოადგენს. მრავალრიცხვოვანი პატენტები და ჯილდოები, რომელთა შორისაა გერმანიის ეკონომიკური კავშირის, Scientific and Engineering Award, TEC Award, Emmy და Grammy, მოწმობენ კომპანიის მძლავრ ინოვაციურ პოტენციალზე.
Sennheiser electronic GmbH & Co. KG-ის შტაბ - ბინა, როგორც ადრე, ახლაც ვენებოსტელში (ვედემარკის საკრებულო) მდებარეობს. გერმანიაში განლაგებულია საწარმოო სიმძლავრეები, კერძოდ, ქალაქ ბურგდორფში -ელექტრონიკა, უკაბელო ტექნოლოგიები, ირლანდიაში , ქალაქ ტულამორში - ყურსასმენები, ხოლო აშშ-ში, ქალაქ ალბუკერკში - რადიოსისტემები ამერიკული ბაზრისთვის. Sennheiser-ის პროდუქცია ვრცელდება როგორც შვილობილი კომპანიების, ასევე დისტრიბუტორი კომპანიების ქსელის მეშვეობით, რომელთაც წლების მანძილზე ურთიერთმომგებიანი პარტნიორობის ისტორია აქვთ და მოიცავენ მთელ მსოფლიოს.
საწარმოო სიმძლავრეები
მსოფლიო ბაზრის სხვადასხვა მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირებისთვის, კომპანია Sennheiser-მა, თავისი საწარმოო სიმძლავრეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაანაწილა.
გერმანიის ქალაქ ვენებოსტელში, კომპანია Sennheiser-ის სათავო საწარმოში, მზადდება კაფსულები მიკროფონებისა და ყურსასმენებისთვის, გარნიტურები, ასევე SENNHEISER-ისა და NEUMANN-ის კაბელიანი (სადენიანი) მიკროფონები. SENNHEISER-ის ყურსასმენების წარმოება ირლანდიის ქალაქ ტალლამორში არსებულ ქარხანაში ხდება. კლასიკური, სადენიანი ყურსასმენების გარდა, ამ ქარხანაში ხდება ინფრაწითელი და რადიო სიხშირეების სისტემების მქონე ყურსასმენების მოდელების წარმოება.
2000 წლის აპრილში, აშშ-ში, ქალაქ ალბუკერკში, გაიხსნა ახალი საწარმოო ცენტრი. 2000 წლის მაისიდან შეუსვენებლად, სამცვლიან რეჟიმში, ყოველდღიურად, კონვეერი უშვებს Evolution wireless სერიის რადიო სისტემებს, ელექტრონული ბლოკებისთვის განკუთვნილ ბეჭდურ „პლატებს“ და რადიო-სიხშირული ტიპის ყურსასმენებს აშშ-ს ბაზრისთვის.
გამორჩეულად ხარისხიანი პროდუქცია, რომელსაც SENNHEISER-ის სახელი აერთიანებს, უკვე 60 წელზე მეტია ცნობილია მთელი მსოფლიო.
კომპანია SENNHEISER-ი აცხადებს,რომ ხარისხის მართვის სისტემის მუდმივი სრულყოფის მეშვეობით კვლავაც შეინარჩუნებს უმაღლეს ხარისხს. კომპანია SENNHEISER-ი მოქმედებს ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2000 სერთიფიკატის მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოებში, ასევე, ნაციონალური და საერთაშორისო საავიაციო ხელისუფალთა მოთხოვნების შესაბამისად.
კომპანია SENNHEISER-ის თანამშრომლები, მუშაობის პროცესში, ექვემდებარებიან ხარისხის სერტიფიცირების სისტემის მოთხოვნებს, რაც მუდმივი შემოწმებებითაც დასტურდება. ყოველივე ეს იძლევა გარანტიას, რომ ახლაც და მომავალშიც, SENNHEISER-ის მომხმარებლები უზრზნველყოფილნი იქნებიან უმაღლესი ხარისხის პროდუქციით და მომსახურებით.
სერთიფიკატები:
• ISO 9001:2000 - შეესაბამება პროდუქციის ხარისხის მართვის სისტემას და მინიჭებულია DEKRA-ITS-ს მიერ;
• PART 21 - შეესაბამება საავიაციო მოწყობილობათა წარმოების მოთხოვნებს და მინიჭებულია ფედერალური საავიაციო სამმართველოსგან;
• PART 145 - შეესაბამება საავიაციო მოწყობილობათა სარემონტო მოთხოვნებს და მინიჭებულია ფედერალური საავიაციო სამმართველოსგან.
|
|